Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

You are here:      Home ტურები ევროპაში იბიცა
დაისვენეთ იბიცაზე! PDF ბეჭდვა ელ-ფოსტა

 

დაისვენეთ იბიცაზე!

6 ღამე / 7 დღე 

 

მოცემულ ფასში შედის:

  • სასტუმრო შესაბამისი კვებით (6 ღამე / 7 დღე)
  • ტრანსფერი (აეროპორტი/სასტუმრო/აეროპორტი)
  • დაზღვევა

 

ფასში არ შედის: ავიაბილეთი, რომლის ფასიც დღევანდელი მონაცემებით 450 ევროდან იწყება

(თბილისი/კიევი/მადრიდი/იბიცა/მადრიდი/კიევი/თბილისი)

 

იბიცა - მხიარულების და თავდავიწყების კუნძული. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლაჟები, ამწვანებული გორაკები, ადგილობრივების უცნაური არქიტექტურით აგებული თეთრი სახლები, ულამაზესი, ლაჟვარდოვანი ზღვა და მზე , რომელსაც თითქმის არასდროს ფარავს ღრუბლები - ეს იბიცაა - ჩვენ ყველაზე ცეცხლოვანი და ლამაზი კუნძულის - იბიცას სტუმრები ვართ.

ხმელთაშუა ზღვაში არსებული ეს პატარა კუნძული დღეს ესპანეთის შემადგენლობაშია. სიტყვა იბიცა -ბესის კუნძულს ნიშნავს. ბესი - ეროტიკისა და გართობის ძველეგვიპტური ღმერთია. მოკლედ როგორიც ღმერთია, ისეთივეა მისი კუნძულიც - გართობისა და თავგადასავლების მსოფლიო ცენტრი. კუნძულზე დაახლოებით 80 სხვადასხვანაირი სანაპიროა ნებისმიერი გემოვნებისათვის. აქ ნახავთ მოდურ პლიაჟებს - გვიმრისებური ქოლგებითა და თეთრი შეზლონგებით. სტილიზირებულს - ‘’კარიბის ზღვის მეკობრეების’’ სტილში, სადაც ადგილობრივი ჯეკი-ბეღურები ყიდიან ათასგვარ რამეს. არის ნუდისტური პლიაჟები და ველური სანაპიროებიც კი, სადაც იფიქრებთ რომ ცივილიზაციას აქ ჯერ ფეხი არ დაუდგამს.

იბიციზე საოცრად ლამაზია წყალქვეშა სამყარო, რის გამოც აქ დაივინგი საკმაოდ განვითარებულია და გირჩევთ წყალქვეშ აუცილებლად იმოგზაუროთ. ყველაზე გურმანი ადამიანიც კი ვერ დაიჩივლებს აქაურ კვებაზე. იბიცას რესტორნებში, კერძებს მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოდან ამზადებენ. მართალია აქ ხინკალი და ხაჭაპური არ დაგხვდებათ, მაგრამ შეგიძლიათ მიირთვათ მთელი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულინარიული ნაწარმი. იბიცაზე გადასაადგილებლად მოტოციკლეტები, ტაქსები და ავტობუსები მოგემსახურებიან. კუნძული ყოველ დასახლებულ პუნქტში არის სპეციალური ცენტრები, სადაც უფასოდ არიგებენ ავტობუსების განრიგის ბუკლეტებს. რითაც შეძლებთ ქალაქსა თუ პლიაჟებზე მგზავრობას.

დღისით კუნძულზე თითქმის ყველას ძინავს, მზის ჩასვლის შემდეგ კი აქ ნამდვილი იწყება - ეგზოტიკური შოუები, მასკარადები, მხიარული კლოუნადები, გრანდიოზული დისკოთეკები, სასაცილო შეჯიბრები და დახვეწილი მოდური ჩვენებებიც კი. ძირითადი ღამის გართობები და კლუბური ცხოვრება შუაღამეს იწყება და დილის 7 საათზე მთავრდება. კლუბში შესვლა 35 ევრო ღირს. მაგრამ თუ შიგნით მოხვდებით, მიხვდებით, რომ ფული ტყულად არ დაგიხარჯავთ. ეს ნამდვილად საუკეთესოა, რაც მუსიკის, მოდისა და გართობის სფეროში შექმნილა.

აუცილებლად ეწვიეთ კლუბ Pacha-ს, სადაც ყველაზე ცნობილ მუსიკოსები უკრავენ და კუნძულის ყველაზე მოდური საღამოები ტარდება. მოცეკვავე ბიჭები ასრულებენ ‘’ჰაუსს’’, ხოლო ტატუირებული გოგონები - სტრიპტიზს - ლაკონურს და თავშეკავებულს, როგორიც თავად კლუბია. აქ ნახავთ ‘’დღის დიჯეის’’. კლუბ Amnesia - ში სამშაბათობით და კვირაობით იმართება ‘’ქაფიანი საღამოები’’ 80-იანი წლების მუსიკის თანხლებით. კლუბ Space-ი ყველაზე ცნობილი კლუბია მთელს მსოფლიოში, რადგანაც ის დილაობით იხსნება, როდესაც სხვა კლუბები იხურებიან. ამ კლუბშიც მსოფლიოს საუკეთესო დი-ჯეები უკრავენ.

მოკლედ ამის წარმოდგენა შეუძლებელია, ეს ყველაფერ თავად უნდა ნახოთ. ცხოვრება იბიცაში თვალნათელი დემონსტრირებაა იმისა, როგორ უნდა უყუროთ ყველაფერს მარტივად და როგორ უნდა იყოთ 24 საათის განმავლობაში უსირცხვილოდ ბედნიერი. 

Share  

Live კონცერტები

 
გაიგე ავიაბილეთის ფასი online 
Skype Me™!