Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

You are here:      Home ეს საინტერესოა ქალაქი ბარსელონა
ქალაქი ბარსელონა PDF ბეჭდვა ელ-ფოსტა

ბარსელონა

 

შესანიშნავი პლაჟები, სასიამოვნო კლიმატი, სასტუმროების ფართო არჩევანი, საინტერესო საექსკურსიო ზონა, დასვენებისათვის საუკეთესო პირობები და, რაც მთავარია, მრავალფეროვანი მუზეუმები ღია ცის ქვეშეს ბარსელონაა! სწორედ ამიტომ ეს ქალაქი დასავლეთ ევროპის ყველაზე სასურველი და საინტერესო საკურორტო ზონად ითვლება.

ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების ლობრეგატსა და ბესოს შუა მდებარეობს და, როგორც მშვიდი დასვენების, ისე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აქ სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვისპირული, მშრალი და საკმაოდ ცხელი კლიმატია, რის წყალობითაც, ზამთარი  თბილია.

ბარსელონაში არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე სხვადასხვა ეპოქის უამრავი ძეგლია, დაწყებული რომის იმპერიიდან ახლანდელ დრომდეშესანიშნავი ტაძრები, შუა საუკუნეების სასახლეები, ცნობილ მოქანდაკეთა შედევრები. საითაც უნდა გაიხედოთ, თვალს მოგტაცებთ უჩვეულო ფორმებისა და ფერების მრავალფეროვნება- ამიტომაცაა რომ მას ღია მუზეუმს უწოდებენ.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, უპირველეს ყოვლისა, მისი არქიტექტურაა. არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებებიდან უმეტესობა სწორედ ბარსელონაშია თავმოყრილი. გამორჩეულია გრასის მოედანზე მდებარე "კასა მილა", რომელსაც არც ერთი

სწორად აღმართულ კედელი არ აქვს. გაუდის  ფანტაზიის ნიმუშია "კასა ბატლოც" რომელიც აგრეთვე გრასის მოედანზეა.  ქალაქის დასავლეთითაა გაუდის მიერ შქმნილი "გუელის პარკი". გარდა ამისა, ქალაქში 61 პარკია, რომელთაგანაც 12 ისტორიული მნიშვნელობისაა. ბარსელონაში დგას ქრისტეფორე კოლუმბის ცნობილი ქანდაკებაც,

ბარსელონას მუზეუმებში მხატვრობის ნიმუშების უდიდესი კოლექციაა თავმოყრილი. აღსანიშნავია პიკასოს მუზეუმი, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. აუცილებლად ეწვიეთ ანტონიო გაუდის სახლმუზეუმს და მისი დიზაინით შექმნილი ავეჯი დაათვალიერეთ. გაუდი ამ სახლში 1906–26 წლებში ცხოვრობდა და თითოეული ნივთი, რომელიც იქ დევს, მისი ნახელავია. თქვენი მოგზაურობა ბარსელონაში არ იქნება სრული, თუ არ მოინახულებთ ზღვის მახლობლად აღმართულ გორაკ მონჟუიკს, სადაც მუზეუმები და სამხატვრო გალერეაა განთავსებული.

თუ ბარსელონაში ყოფნისას აქტიური ღამის ცხოვრებით დაიღლებით და მშვიდი დასვენების სურვილი შეგიპყრობთ, შეგიძლიათ ბოგატელის პლაჟს ესტუმროთ, სადაც არანაირი კაფერესტორანი არ ფუნქციონირებს და შესაბამისად სტუმარიც ცოტა ჰყავს. მშვიდ გარემოში შეგიძლიათ მზის ჩასვლისას ოქროსფრად მოლივლივე ქვიშის ცქერით დატკბეთ.  მხიარული და ცეცხლოვანი გართობა თუ გინდათ, მაშინ პლიაჟ ბარსელონეტას უნდა მიაშუროთ.  საერთოდ, ღამის ცხოვრება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მხიარული და განუმეორებელია.

ბარსლონაში კვებაც ძალიან კარგია.  კატალონიური სამზარეულო ფრანგული და იტალიური სამზარეულოების ნაზავს  წარმოადგენს და თავიდან ბოლომდე ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება. კატალონიელები წინა დღეს მომზადებულ საჭმელს არასოდეს მიირთმევენ. ნაციონალური კერძების უმრავლესობა  კი, ზღვის პროდუქტებით  მზადდებს. კატალონიელების საფირმო კერძებია ქაშაყი შავი ბრინჯით, თევზსა და ღორის ხორცი საწებლით, რასაც მარ მუნტანიას უწოდებენ. ასევე ღორის, ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისაგან მომზადებული  ესკუდელა კარნ ოლა. სასმელებს შორის ყავა ყველაზე პოპულარულია, იმდენად, რომ ჩაის მოყვარულების მოთხოვნა რესტორნებსა და კაფეებში შეიძლება ვერც კი დააკმაყოფილონ. გირჩევთ კატალონიური დესერტიც აუცილებლად გასინჯოთ.როგორც თავად ამბობენ, მათ ნამცხვრების საიდუმლო რეცეპტები აქვთ.

ბარსელონაში მოგზაურობას თუ საფეხბურთო მატჩს დაამთხვევთ და ნოუკამპზე მოხვდებით, თავი ნამდვილ ზღაპარში გეგონებათ და ეს დღე თქვენს ცხოვრებაში წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ტურისტული კომპანია ელიტ ტური ბარსელონაში სამოგზაურo ტურებს 336 ევროდან გთავაზობთ.

იმოგზაურეთ და აიხდინეთ ოცნება.

Share  
 
გაიგე ავიაბილეთის ფასი online 
Skype Me™!