Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

You are here:      Home ეს საინტერესოა ქალაქი რომი
ქალაქი რომი PDF ბეჭდვა ელ-ფოსტა

დღეს ჩვენ იტალიის დედაქალაქს ვეწვევით.

 

როგორც ამბობენ, ყველა გზა რომში მიდის და ჩვენც მოგზაურობას რომიდან დავიწყებთ. მსოფლიოში არ არის ქალაქი, რომელიც თავისი ისტორიული და მხატვრული ფასეულობებით ჭარბობდეს  იტალიის დედაქალაქს. საუკუნეების მანძილზე რომი დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა რენესანსის ხანა, რამაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპულ სივრცეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და დღემდე ტურისტების უსაყვარლეს ადგილად რჩება.  ალბათ ამიტომაც, რომში ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის, რათა ქალაქ-მუზეუმს ერთხელ მაინც შეავლოს თვალი.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ძვ. . აღ-ით 753 წლის 21 აპრილს, ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. ქალაქი ჯერ რომის სამეფოს, შემდგომ რომის რესპუბლიკის, ბოლოს კი რომის იმპერიის დედაქალაქი გახდა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიო დედაქალაქად მიიჩნეოდა.  

ახლა იმ ღირშესანიშნაობებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც რომში ჩასულმა უნდა მოინახულოთ. უპირველესად ესაა რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმი- ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო და გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 50 000 ადამიანზე მეტს იტევდა. კოლიზეუმუს შემდეგ,  ქალაქის ყველაზე მთავარი და ძველი შენობებიც  უნდა მოინახულოთ. სანახავი მართლაც ბევრია - პანთეონის ტაძარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და  ცესტიუსის პირამიდა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ღირშესანიშნაობებისა, რაც რომში გელით.

წარსულში მოგზაურობის შემდეგ გემრიელი ყავის დასალევად  ნავანას მოედანზე მდებარე პატარა კეფეს ესტუმრეთ. გაისეირნეთ კამპო დეი ფორზე, მოინახულეთ პიაცა და სპანიო, რომლებიც ტურისტების საყვარელი ადგილებია. 

რომის მთელი ხიბლის შესაგრძნობათ აუცილებლად უნდა მოინახულოთ წმინდა პეტრეს ტაძარი. ეს რანგით მეორე ტაძარია, რომის ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის, ვატიკანის ჩათვლით. აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული და ტაძარი  ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება.  აღსანიშნავია, რომ ამ ულამაზეს ტაძარში არსებული ფრესკები  მიქელანჯელოს  მიერაა შესრულებული.  

რომიდან წამოსვლამდე კი არ დაგავიწყდეთ  თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმროთ და  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეაფასოთ.   შოპინგისთვის კი, ვია დე კონდოტის  ქუჩაზე ყველაზე ცნობილი დიზაინერების ბუტიკები მოინახულოთ და გარდერობი განაახლოთ.

 ბოლოს, როცა დარწმუნდებით რომ რომის ყველა ღირშესანიშნაობა მოინახულეთ, ფონტანა ტრევის ეწვიეთ.  ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში. დაგვერწმუნეთ, ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად  შადრევანში, ტურისტები  დაახლოებით 3000 ევროს ყრიან.

გახსოვდეთ რომ რომში გასამგზავრებლად ტურისტული ვიზის აღება დაგჭირდებათ. რისთვისაც იტალიის საელჩოში ტურის დაგეგმვამდე 1 თვით ადრე უნდა ჩაეწეროთ. საჭირო საბუთების მოგროვებაში კი, კომპანია ელით ტური დაგეხმარებათ, სადაც რომში გასამგზავრებელი საგზურების ფასი - 570 ევროდან იწყება.

Share  
 
გაიგე ავიაბილეთის ფასი online 
Skype Me™!