| ქალაქი ფლორენცია |
|
|
|
|
ფლორენცია
დღეს იტალიის კიდევ ერთი ულამაზესი ქალაქი უნდა მოვინახულოთ - ფლორენცია. ქალაქი სადაც უამრავი ცნობილი ხელოვანი დაიბადა - მათ შორის დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, გალილეო გალილეი და ელატერინე მედიჩიც კი. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მან დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით და საუკეთსოდ შენახული რენესანსული ქალაქია. 1982 წელს, ფლორენცია მსოფლის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა, ხოლო 2010 წელს კი მიიღო პრიზი, როგორც ევროპის საუკეთესო ქალაქმა. აქ ყველაფერი ულამაზესია. ფლორენციაში უამრავი ცნობილი კულტურული ძეგლია თავმოყრილი. მათ შორისაა მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება - დავითი, რომელიც გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ძეგლი ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო გახდა. დღეს დავითის ორიგინალის ნახვა ფლორენციის აკადემიის გალერეაში შესაძლებელი, მისი ასლი კი სინიორის სასახლესთან ახლოს დგას. იქ სადაც თავდაპირველად მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება დაიდგა. ფლორენციაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ჯოტოს სამრეკლო, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და უფიზის გალერეა, სადაც მუზეუმის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1575 წელს დაიწყო. მისი საფუძველი მედიჩების საოჯახო კოლექცია გახდა. მუზეუმის კოლექცია მედიჩის დინასტიის დაცემის შემდეგაც იზრდებოდა. ამჟამად ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთ შედევრებს, როგორებიცაა ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, უჩელო და სხვანი. აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამადრიული ხელოვნების ნიმუშებიც. მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში - ფლორენციაში ყოფნისას აუცილებლად გაისეირნეთ პონტე ვეკიოს ხიდზე, რომელიც შუა-საუკუნეებში რომაელებმა ააგეს და მას შემდეგ ამ ხიდდთან უამრავი ისტორიაა დაკავშირებული. იქვე ახლოს ეწვიეთ პიტის სასახლეს - რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლეს ფლორენციაში, რომელიც 1539 წლიდან ტოსკანის დიდი საგრაფოს მმართველი ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია იყო. გირჩევთ მოინახულოთ ბობოლის ბაღები, რომლიც წარმოადგენს XVI საუკუნის ბაღთა ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიმუშს. ულამაზესი დეკორატიული ელემენტებით, ფანტანებითა და მონუმენტებით ბაღი აუცილებლად მოგხიბლავთ. ასევე კარგი იქნება ეწვიოთ პალაცო სტროცის- რენესანსის ეპოქის ულამაზეს სასახლეს. ამჟამად იქ მედიჩების ოჯახის განძის გალერეა და სახალხო ბიბლიოთკაა განთავსებული. საერთოდ ფლორენციაში უბრალო მაღაზიაც კი მოჩუქურთმებულ- მოხატულია და ქალაქს საოცარი ხიბლი აქვს. როდესაც ფლორენციაში ხარ არ შეიძლება პიზას არ ესტუმრო. ეს პატარა ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ფლორენციიდან რამდენიმე კილომეტრშია. პიზაში მდებარეობს მსოფლიოში კარგად ნაცნობი პიზის დახრილი კოშკი. პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი, რომლის მშენებლობა თითქმის 2 საუკუნე მიმდინარეობდა. პიზის კოშკი ყველაზე გადახრილი შენობაა მსოფლიოში. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ კოშკი მშენებლობის პროცესში გადაიხარა, რამაც ასე პოპულარული გახადა ეს შენობა. |













