Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

You are here:      Home ეს საინტერესოა ქალაქი მადრიდი
ქალაქი მადრიდი PDF ბეჭდვა ელ-ფოსტა

მადრიდი

 

ცეცხლოვანი და საოცრად ნაზი, უმშვენიერესი და ენერგიული, ერთდროულად მეამბოხეც და მშვიდიც - ამ სიტყვებით ხშირად არა ქალს, არამედ ერთ მშვენიერ ქალაქს ამკობენ.  ჩვენი ექსპრესი ამჯერად მადრიდში გაჩერდა - ტორეადორების, ფლამინგოს მოცეკვავეებისა და ცეცხლოვანი ესპანელების მჩქეფარე ქალაქში.

ამბობენ, რომ მადრიდის ყველა კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა. ქალაქის დახვეწილი და ულამაზესი არქიტექტურა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. მადრიდის ქუჩები და მოედნები ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებია .

მადრიდის ცენტრი მდებარეობს პლასა პუერტა დელ სოლის, პლასა დე მაიორის და ესპანეთის მოედნებს  შორის. პლასა დე მაიორი მადრიდის ყველაზე ხმაურიანი და ღირსშესანიშნავი მოედანია. ის მეფე ფელიპე მეორეს ბრძანებით, არქიტექტორმა ხუან გომეს დე მორამ ააშენა. მოედნის გარშემო  შენობები ე.წ. "მადრიდული ბაროკოს" სტილშია აშენებული. სულ 136 შენობა 437 აივნით, საიდანაც ხალხი თვალ-ყურს ადევნებდა სამეფო ცერემონიებს,სხვადასხვა ტურნირებსა და კორიდას.

მადრიდში ყოფნისას შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი სამეფო სასახლე, რომელიც უმეტესწილად ტურისტებისთვის ღიაა. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი სასახლეში არ ცხოვრობს და მას მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისთვის  იყენებს. სასახლის კედლებზე გამოფენილია ცნობილი ესპანელი ფერმწერების ველასკესის, გოიასა და კარავაჯოს ტილოები, ასევე უძველესი ესპანური იარაღისა და სტრადივარიუსის ვიოლინოების კოლექციები. 

სასახლის ახლოს არის ესპანეთის მოედანი. მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს მიგელ დე სერვანტეს საავედრას ძეგლი, რომლებიც მადრიდელებმა  დიდი ესპანელი მწერლის სამასი წლისთავს მიუძღვნეს. აქვეა 2  ცათამბჯენი Torre de Madrid, სადაც ახლა სასტუმროა ფუნქციონირებს და ესპანეთი.

ეწვიეთ ქალაქის სამხრეთ დასავლეთით მდებარე ალმუდენას ტაძარს, გადმოცემის თანახმად ქალწული ალმუდენას ქანდაკება მოციქულმა იაკობმა ესპანეთში 1 საუკუნეში შეიტანა და მას შემდეგ ის ესპანელებისთვის უდიდესი წმინდანია.

ასევე გირჩევთ მოინახულოთ სალამანკას რაიონი, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა  ესპანური ბურჟუაზიის სუნთქვა. ამ რაიონში თავმოყრილია მუზეუმები, ტექსტილის, საიუველირო და ავეჯის პრესტიჟული მაღაზიები.

მადრიდში ყოფნისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ პრადოს სახელგანთქმულ მუზეუმს. 

 მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციებია დაცული. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს. პრადოს ველასკესის და გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. ასევე პრადოშია დაცული  ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის და მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია. აქვე შეძლებთ მოინახულოთ  ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერისა და რემბრანდტის ტილოებიც. მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდებისა, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. 

ახლადდაარსებულ მეუზეუმებს შორის კი  აღსანიშნავია დედოფალ სოფიას მუზეუმი, სადაც განთავსებულია ძირითადად თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები,რომელთა შორის ყველაზე აღსანიშნავი ალბათ მაინც პაბლო პიკასოს   სახელგანთქმული "გენრიკაა", ასევე აქ ინახება სალვადორ დალისა და ჟოან მიროს ქმნილებები.

მადრიდში ჩასული თუ სასტუმრო რიცში გაჩერდებით თქვენი მოგზაურობა მართლაც გამორჩეული იქნება. რიცის ლუქსიდან თქვენ წინ გადაიშლება სანსუელის თეატრი, მსოფლიოში ცნობილ პრადოს ნაციონალურ მუზეუმი და ბუენ-რეტიროს შადრევნები, ბროლის სასახლიან პარკში.

Share  
 
გაიგე ავიაბილეთის ფასი online 
Skype Me™!