Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

You are here:      Home ეს საინტერესოა ქალაქი სტამბული
ქალაქი სტამბული PDF ბეჭდვა ელ-ფოსტა

სტამბულის 10 საუკეთესო რესტორანი

 

ბოლო პერიოდში თურქეთში მოგზაურობა ბევრი ქართველისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ტრანსპორტირების სიიოლის და ხელმისაწვდომობის გამო. ბევრი ჩვენი თანამემამულემ შაბათ კვირას განვტვირთვისა და შოპინგიდთვის თურქეთის უდიდეს და ულამაზეს ქალაქ სტამბულს სტუმრობს.

თუ სტამბულში გამგზავრებას გადაწყვეტთ, სასურველია იცოდეთ რესტორნები, სადაც კარგად გაგიმასპინძლდებიან და გემრიელ კერძებს მოგართმევენ. სოციალური გამოკითხვის შედეგად 10 საუკეთესო რესტორანი შევარჩიეთ.

მაშ ასე, დავიწყოთ თევზის რესტორნებით.

თუ სტამბულის აზიურ ნაწილში იმყოფებით, ბოსფორის სტუტესთან ახლოს, ფატიხ სულთან მეჰმედის ხიდთან  მოიკითხეთ Lacivert Restaurant -ი.აქ უგემრიელესი კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის კი თევზს მართალაც საუცხოოდ  ამზადებენ.  Lacivert Restaurant-სანაპიროზე მდებარეობს და ულამაზესი ხედი აქვს. 

თუ სტამბულის ევროპულ ნაწილში მოგინდებათ თავზის რესტორნის მოძებნა Kiyi Fish Restaurant-ი მოიკითხეთ.

ხოლო ძველი ქალაქის მიდამოებში განუმეორებელია Sultanahmet Fish House-ი- რესტორანი, დამახასიათებელი აზიური ინტერიერით.

ტრადიციული ისმალური კერძების მოყვარულებმა კი, Ciya Sofrasi-ის მიაკითხეთ. რესტორანი სტამბულის აზიურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ევროპულ ნაწილში კი, ცნობილი მუზეუმის Chora Church-ის გვერდით Asitane Restaurant-ი მოგხიბლავთ. რესტორნის ინტერიერი დახვეწილია, კერძები კი დზალინ გემრიელი. კიდევ ერთი კარგი რესტორანია Kosebasi Restaurant-ი. სადაც უგემრიელს ქაბაბს ამზადებენ.

სტამბულის საუკეთესო რესტორნების ათეულში შედის ასევე რესტორანი - Topaz Istanbul-ი სადაც კერები თურქული და ხმელთაშუა ზღვის  სამზარეულოდანაა. თუ სტამბულში საქმიანი სადილის გამართვა დაგჭირდებათ, გირჩევთ ამ რესტორანს ეწვიოთ. დახვეწილი ინტერიერი, ლამაზი ხედები, გემრიელ კერძებთან ერთად სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით.

ასევე მაღალი დონისაა რესტორანი Sunset Grillbar, მრავალფეროვანი კერძები, დახვეწილი დიზაიინი და სტამბულის ულამაზესი ხედი. რესტორანი მართლაც გამორჩეულია. 

და ბოლოს ყველაზე ცნობილი იტალიური რესტორანი სტამბულში Papermoon -  თურქული ელიტის საყვარელი რესტორანი. რესტორნების ქსელმა სტამბულში ფილიალი,  1996 წელს გახსნა, მილანისა და ნიუ-იორკის შემდეგ. Papermoon-ი დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო რესტორნის სახელს. დახვეწილი დიზაინი და მყუდრო გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურებსათან ერთად Papermoon-ის სავიზიტო ბარათია.

მოკლედ დაგეგმეთ ვიქენდი ელიტ ტურთან ერთად სტამბულში და მცირე შოპინგის შემდეგ დააგემოვნეთ უგემრიელესი აზიურ-ევროპული კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

Share  
 
გაიგე ავიაბილეთის ფასი online 
Skype Me™!