You are here:     მთავარი arrow ელიტ ტური
s 
 
 
ჩვენი მისია

ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრ ჩვენთაგანს საზღვარგარეთ დასვენების სურვილი გაუქრო, ბევრსაც საშუალება. თუმცა ხშირად სურვილი საშუალებაზეა დამოკიდებული. 

როცა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები გაწუხებს, რთულია იფიქრო დასვენებაზე, კიდევ უფრო რთულია მოგზაურობისთვის გადადო თანხა. 

გყავს ოჯახი, შვილები. შენი ფიქრი მათი დაპურებისა და განათლების მიღებისკენაა მიმართული. საკუთარი თავისთვის და მეუღლესთვის ვეღარ იცლი. ცხოვრების უღელმა დაგღალა. ელიტ ტური კი გაძლევთ უნიკალურ შანსს გააღვიძო წარსული გრძნობა, შეიყვარო შენი ოჯახი უფრო მეტად და მისცე თავს უფლება გაიხსენო ახალგაზრდობა. აღმოაჩინე საკუთარი თავი.

ევროპელები და ამერიკელები პენსიაზე გასვლის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და რაც დათესეს, რაც იშრომეს სწორედ იმას იმკიან და იხალისებენ სიცოცხლეს. 

სამწუხაროდ ბევრი ქართველი საპენსიო ასაკში „ამთავრებს ცხოვრებას“, ბევრიც ცოტა ადრე, რადგან ამბობენ ადამიანი მაშინ „კვდება“, როცა ამქვეყნად არაფერი ახარებს და არაფერი აბედნიერებსო. იფიქრე იმაზე, რომ შემოდგომა ყოველ წელს დგება, შესაბამისად ყოველ წელს უნდა მოიმკა დათესილი სიკეთე და გაილამაზო ყოფა. 

უამრავი სტუდენტი თუ ახალგაზრდა ხელმოკლეობის გამო ვერ ისვენებს საზღვარგარეთ და შესაბამისად ვერ იმრავალფეროვნებს ცხოვრებას, რაც მათ ასაკში ძალზედ მნიშვნელოვანია. 
„ელიტ ტური“ ყველა სტუდენტს და თქვენი ოჯახის წევრებს საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ უნიკალური შანსი და გრანდიოზული ფასდაკლებით დაისვენოთ საზღვარგარეთ.

როცა დასვენებული და სიცოცხლით სავსე ხარ, მაშინ წარმატებაც გარანტირებული გაქვს.

კომპანია „ელიტ ტურის“ დაფუძნების იდეაც სწორედ აქედან დაიბადა.
ჩვენ გვინდა ყველა ქართველს გავუხანგრძლივოთ ცხოვრება და მივცეთ დასვენების საშუალება, მათთვის ხელსაყრელ ფასებში.

არ არსებობს ასაკი, როცა არ ოცნებობ იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, ეზიარო ანტიკურ ბერძნულ ცივილიზაციას, ფეხშიშველმა გაიარო ელისეის მინდვრებზე და შამპანურით ხელში, ეიფელის სილამაზით დამტკბარი, შეხვდე პარიზულ შემოღამებას, მოწყდე ამქვეყნიერებას იბიცასა და პალმა დე მალიორკას ზღაპრულ სანაპიროებზე, იხეტიალო ვენეციის ქუჩებში სიყარულით მთვრალმა, მოხვდე ფარაონების აჩრდილების სამყაროში და ჩაწვდე პირამიდების საიდუმლოს, იმოგზაურო კრუიზით მსოფლიოს გარშემო და იგრძნო, რომ კი არ არსებობ, არამედ ცხოვრობ. 
ხოდა, 
შეწყვიტე ოცნება, დროა იმოგზაურო! 

"ელიტ ტური"
 
online დახმარება  
My status